28 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
3 ათასი ადამიანი რომ გარდაიცვალა პასუხს ვინ აგებს - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე საქართველოს ხელისუფლებას კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების გამო პასუხისმგებლობას აკისრებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

"3 ათასი ადამიანი რომ გარდაიცვალა, ეს არის 3 ათასი ოჯახი, პასუხს ვინ აგებს, ამ 3 ათას ოჯახს პასუხს ვინ გასცემს? ის, რომ მოსახლეობის 20 %-მა გადაიტანა კოვიდი, რომელიც თითქმის 600 ათასი ადამიანია, ამის 30 % დაინვალიდდება, ექნება სხვავდასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები, ვიცით რომ კოვიდი ტოვებს ქრონიკულ დაავადებებს, პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე, არავინ? პირბადე ვერ გააკეთეს ნორმალურად, რატომ? შეთქმულების თეორია კი არ არის, ჯერ გეგონება არაპროფესინალიზმია, მერე ისეთი შეგრძნებაა, რომ შეგნებულად აკეთებენ. ან მართლა განზრახ აკეთებენ, ან მართლა ვერ აკეთებენ და ამისთვის არსებობს პროკურატურა და ამასთან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავისთავზე. 

არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, არ მაქვს არანაირი ფინანსური ინტერესი, როგორც ზოგზოგიერთებს აქვთ, სხვათა შორის. წამლებზე არ მაქვს საუბარი, ჩვეულებრივ პირბადეზე შეკითხვა მაქვს მძალიან მარტივი: სამედიცინო პირბადე შემოვიდა საქართველოში, საბაჟოზე გატარებულია როგორც სამედიცინო პროდუქტი, შესაბამისად, დღგს ეს კომპანია არ იხდის, სინამდვილეში, ეს პირბადე, რომელიც შემოვიდა თურქეთიდა, ან ჩინეთიდან, არ არის სამედიცინი პირბადე,"- აცხადებს პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

დღის ამბები