28 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
გახდება, თუ არა დაგეგმილი აქციები ოპოზიციაში უთანხმოების მიზეზი - უწყებების პიკეტირებას და გზის გადაკეტვის მცდელობას 3 პარტია ემიჯნება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ქუჩის გადაკეტვის მცდელობას 3 ოპოზიციური პარტია გაემიჯნა. "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ევროპულმა საქართველომ" პოზიციები ღიად დააფიქსირეს.

მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ის კატეგორიულად გმობს ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ქვეყანას. დღის მეორე ნახევარში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დახურული კონსულტაციებიც გაიმართა. სადაც პოლიტიკოსები განსხვავებული პოზიციების შეჯერებას შეეცადნენ. მათი თქმით, ოპოზიციის ერთობა საერთო მიზნის მისაღწევად ინიციატივებშიც ერთიანი უნდა იყოს. 

რუსთაველის გამზირი პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რჩებიან. გაწერილია მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმაც, მათ შორის სხვადასხვა უწყებების პიკეტირება. 

დღის ამბები