28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
ერთ დღეში გაყიდული ყველა ბილეთი - ერთწლიანი პაუზის შემდეგ 1 აპრილიდან თეატრები იხსნება

ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება - რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველი შაბათია, როდესაც ქუჩებში მუნიციპალური ტრანსპორტი გამოჩნდა, აქამდე ტრანსპორტი მგზავრებს მხოლოდ კვირის დღეებში ემსახურებოდა.

მარტის თვეში რეგულაციების მოხსნა კიდევ 3 ეტაპად იგეგმება.

8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიროები და რესტორნების შიდა სივრცეები, 15 მარტიდან კი, სპორტდარბაზები დაიწყებს მუშაობს. ყველაზე ბოლოს კი თეატრები იხსნება.

მაყურებელს თეატრი 1 აპრილიდან მიიღებს, თავისუფალ თეატრში ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა.

ავტორი - ანი ხოშტარია

დღის ამბები