28 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
შეიძლება, რომ გავრილოვნა ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა? - თაკო ჩარკვიანი

კრიტიკული ფეისბუკპოსტის შემდეგ პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მისამართით კრიტიკულ განცხადებას ამჯერად მედიასთან აკეთებს. თაკო ჩარკვიანის თქმით, შეუძლებელია, რომ მიტინგს რომელზეც ევროატლანტიკური ღირებულებების დამკვიდრებას ითხოვენ, რუსული ვექტორის პოლიტიკოსები ორგანიზატორობდნენ:

"წინა პლანზე გამოსულები არიან რუსული ვექტორის ბურჯანაძე და ბოკერია, რომელთაც საერთოდ მანდატი ხელში არ ეჭირათ. ესენი არიან პოლიტიკური გვამები და ამათი პროცესი არის საკუთარი თავების გაცოცხლება. ჩვენი პროცესი, ხალხთან ერთად არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რომ საქართველოში არ იყოს პოლიტპატიმარი და რომ იყოს დასავლური ვექტორი.

შეიძლება, რომ გავრილოვის ინციდენტს ვებრძოდეთ და გავრილოვნა, საკანონმდებლო ორგანოში ხომ გვისხედან და მეორე გავრილოვნა გარეთ იდგეს მიკროფონთან და ის ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები