29 ნოემბერი 2024,   00:03
ვრცლად
ვიდრე არ იქნება ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, ვაქცინის ჩამოსვლის დროს არ დავასახელებ - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, როდის იქნება ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის კონკრეტული თარიღი.

თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ დეტალებზე არ ისაუბრებს იქამდე, სანამ თარიღი ზუსტი თარიღი არ იქნება ცნობილი. 

"კოვაქსის პლატფორმა, იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ჩვენთან თანამშრომლობს, მაქსიმალური მცდელობის პირობებში პირველი გარანტირებული განცხადება იყო თებერვლის ბოლო, თუმცა მწარმოებლის შეფერხებიდან გამომდინარე, ამ ვადამ გადაიწია, რაც არ არის ჩვენი კონკრეტული პრობლემა. ეს პრობლემა არის ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც მსგავს სიტუაციაშია კოვაქსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მაგრამ გადავადების ხანგრძლივობა გვპირდებიან, რომ იქნება ხანმოკლე და ჩვენ შეპირებულ 30 ათას დოზას, რაც ვაქცინაციის დაწყების საშუალებას მოგვცემს, მივიღებთ ძალიან მალე. როდის იქნება კონკრეტული თარიღი, ამასთან დაკავშირებით მიდის ისევ კონსულტაციები, მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტულად ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, რითიც ჩამოვა ეს ტვირთი აქ, უკვე ძალიან რთულია და მე მესმის დაბნეულობასაც იწვევს საზოგადოებისთვის ეს გადავადებების დააანონსება, მაგრამ რეალურად, პროცესი მიდის, ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და ვაქცინას ქვეყანა აუცილებლად მიიღებს,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები