28 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ვთქვათ ჩატარდა პლებისციტი, გამოდის ოპოზიცია და ამბობს რომ გაყალბდა, მე მათ არ ვენდობი - გიორგი ხელაშვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პლებისციტის ჩატარების შემდეგაც, შესაძლოა, ოპოზიცია გამოვიდეს და თქვას, რომ პლებისციტი გაყალბდა.

"ერთი ფუნდამენტური პრობლემაა, პლებისციტის ჩატარების დროსაც და არჩევნების ჩატარების დროსაც. არანაირი გარანტია არავის არ აქვს, რომ მეორე წუთში ოპოზიცია, რომელიც პირობითად დაინახავს, რომ პლებისციტი მათ სასარგებლოდ არ ჩატარდა, ისევ არ გამოვა ქუჩაში და ისევ არ დაიწყებს საუბარს რომ გაყალბდა, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით?

8 მარტის შეთანხმება იყო, მაგრამ ოპოზიცია არ მოვიდა პარლამენტში, რომ ხმა მიეცათ, ეს ერთი დაარღვიეს. 

ვთქვათ, ჩატარდა პლებისციტი, მეორე წუთში გამოდის ოპოზიცია და ამბობს, რომ გაყალბდა და ისინი კვლავ არ აღიარებენ. ნახეთ რა ხდება, როდესაც ჩვენ ვაჩვენეთ, დასაბუთებულად რომ არჩევნები არ გაყალბებულა დაიწყეს აპელირება იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისია და მოდით ამიტომ, დავნიშნოთ არჩევნებიო, ამიტომ მე მათ არ ვენდობი,"-აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

დღის ამბები