28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
რუსეთმა დაარღვია მეზობელი უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც ყირიმში შეიჭრა - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მე-7 წლისთავს ეხმაურება და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"შვიდი წლის წინ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და ნორმები, რომლებითაც თანამედროვე ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთობენ.

რუსეთმა ასევე დაარღვია მეზობელი უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც ყირიმში შეიჭრა" - ნათქვამია შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებაში.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინისა და მოკავშირეების მხარდაჭერას. პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ სცნობს და არასოდეს აღიარებს ნახევარკუნძულის ანექსიას.

 

დღის ამბები