28 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი კვლავ საქართველოში დაბრუნებაზე ალაპარაკდა - ოპოზიციის ნაწილი კი მის საჭიროებას ვეღარ ხედავს 

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. ამჯერად ამბობს, რომ ჩამოვა იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური პარტიები ამის საჭიროებას დაინახავენ. რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში იმაზეც საუბრობს, რომ მისი პოპულარობა საქართველოში გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს არ მოსწონთ და გადაწყვეტილებას ის ოპოზიციის ერთიანობიდან გამომდინარე იღებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათი პარტიის დამფუძნებლის ჩამოსვლის აუცილებლობა ყოველთვის დგას. სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგები არ არიან არც მისი ყოფილი თანაგუნდელები.

ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათ სააკაშვილის დახმარება არც აქამდე დასჭირვებიათ და საკითხი დღის წესრიგში არც მომავალში დადგება. პარტიებში ამბობენ იმასაც, რომ გაერთიანება და შეთანხმება მის გარეშე უკვე შეძლეს.

მმართველი გუნდი კი ოპოზიციასაც და სააკაშვილს ახსენებს, რომ ქვეყანაში ჩამოსვლის შემთხვევაში მას მართლმსაჯულების შესაბამისი პროცედურები ელის. "ქართულ ოცნებაში" აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ მსგავსი განცხადებები ყოფილი პრეზიდენტისგან ადრეც მოუსმენიათ.

სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით არც პირველი შემთხვევაა და სავარაუდოდ არც უკანასკნელი. ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს უცხოეთიდან ძირითადად ამ შინაარსის გზავნილებით ამხნევებს.

დღის ამბები