28 ნოემბერი 2024,   23:56
ვრცლად
ბრიტანულ შტამზე ყველა ვაქცინა კარგად მოქმედებს, მხოლოდ AstraZeneca არ მოქმედებს კარგად ვირუსის სამხრეთ აფრიკულზე ფორმაზე - ტატა ქებაძე

ვირუსოლოგ, "იმპერიალ კოლეჯის" ლაბორატორიის სპეციალისტის ტატა ქებაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინაა ​ვაქცინაცია ძალიან ეფექტურია.

"ეს ახალი შტამი (კენტის ვარიანტი) ასე ვეძახით, პირველად ჩვენთან, ბრიტანეთში სექტემბერში აღმოაჩინეს, რომ დააკვირდნენ იმ ორიგინალი ვუჰანის კორონავირუსიდან 23 ცვლილება იყო. ახლა ჩვენთან ქეისების 90% ეს ახალი კენტის ვარიანტია ანუ დომინირებს იმ ვირუსზე.

ეს მეტად გადამდებია ვიდრე ძველი ვირუსი და 30% მეტად იწვევს სიკვდილიანობასაც. ყველა ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს და ეფექტურია.

გარდა ამ კენტის ვარიანტისა არის სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტი, რომელსაც აქვს მუტაცია i-484-t. აღმოაჩინეს ისეთი ვირუსებიც, რომელსაც აქვს კენტის ვარიანტი და პლუს ესეც დამატებული. 

კენტის ვარიანტზე ყველა ვაქცინა ძალიან კარგად მოქმედებს და რაც შეეხება ამ სამხრეთ აფრიკულს ამაზე ასტრა ზენეკა კარგად არ მოქმედებს.

თუმცა საქართველოში ეს ვირუსი ჯერ არ არის, ამიტომ თქვენთან რაც არის იმაზე ასტრა ზენეკაც კარგად მოქმედებს.

აუცილებლად უნდა დავიცვათ ის წესები რასაც აქამდე ვიცავდით. თუ 100 ადამიანში 10 ადამიანი კვდებოდა ახლა იმ 10-ის 30%-ით მომატება ხდება. 70% იგულისხმება იმ პატარა რიცხვზე და არა მთლიან პოპულაციაზე,"- აღნიშნა ტატა ქებაძემ.

დღის ამბები