28 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
არ არის მარტივი სიტუაცია, ბაზარზე ვაქცინების დეფიციტი და უსამართლო გადანაწილებაა - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განაცხადებით, ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადანაწილება უსამართლოდ ხდება.

"ბაზარზე არის ვაქცინების დეფიციტი და არის ვაქცინების უსამართლო გადანაწილება. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ევროკავშირმაც დღეს გააკეთა განცხადება, რომ თუ წესებს დაარღვევენ მწარმოებლები ევროკავშირი შეწყვეტს ზონიდან ვაქცინების გატანას.

არ არის მარტივი სიტუაცია, რატომ არ არის ვაქცინა ეს ლეგიტიმური შეკითხვაა. ჯობია და აუცილებელიცაა, რომ ეს კითხვა იყოს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ერთი კვირა იქეთ აქეთ და ერთი დღე კატასტროფაა არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, ჯობია რომ იყოს,"- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები