28 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
არავინ არ გაიფიქროს ხელისუფლებაში ეს არაკაცები გამოაძვრინოს, ეს მარტო ჩემი საქმე არ არის - ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მასსა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს და ამბობს, რომ სამივე მათგანის მიმართ წინასწარ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რის შემდეგაც მათ პატიმრობა უნდა შეეფარდოთ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მუხლებთან დაკავშირებით კონსულტაციებს იურისტებთან გაივლის. 

ის ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას არ გაუწიონ ლობირება მასზე თავდასხმაში მონაწილე პირებს. 

"ახლა მაცნობებენ, რომ ერთ-ერთის ადვოკატმა მოითხოვა 2 000 ლარიანი გირაო. ახლა ავხსნი უტიფრობას, რასთანაც გვაქვს საქმე. 2 000 ლარი მათთვის ჯარიმა გამოწერილია მხოლოდ ერთ ამბავზე, ეს არის კომენდანტის საათის დროს საშვის გარეშე გადაადგილება, მხოლოდ ამაზე ეკუთვნით 2000 ლარი და იმის იქით რაც მოხდა, ადვოკატი ითხოვს 2000 ლარს გირაოს იმის სანაცვლოდ, რაც გააკეთეს. ამ ფსიქოლოგიის ხალხთან გვაქვს საქმე, უსირცხვილო, უტიფარ ხალხთან. ანგარიშსწორება ჰქონდა 3 ადამიანს, წაქცეული ადამიანის მიმართ, ოჯახის თანდასწრებით, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, დასტრესილია ბავშვი ახლაც, ბავშვის რომელიც სამკურნალოდ იყო და აეროპორტიდან სახლში ბრუნდებოდა.

ეს ჩვენზე მეტად, ფიზიკურად ვისზეც იძალადეს, ამაზე მეტად ბავშვზე ძალადობაა. ეს ხომ არ იყო შემთხვევით? ბავშვს ხედავდნენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში. იცოდნენ თავიდანვე, რომ მანქანაში ბავშვი იჯდა, შემდეგ უკვე ხედავდნენ ბავშვის ისტერიკულ ტირილს...

წინასწარი პატიმრობა ახლა და პატიმრობა ამის შემდეგ, რაც ეკუთვნით და მე ამის შემდეგ გავივლი თავად მუხლებზე შესაბამისობას, ამის გარდა არის თუ არა საჭირო რაიმე მუხლებით დამძიმება. არავინ არ გაიფიქროს ახლა ხელისუფლებაში, ეს არაკაცები გამოაძვრინოს მაქედან, ეს მარტო ჩემი საქმე არ არის, ეს არის ყველა ჟურნალისტის საქმე,“ - ამბობს ვახო სანაია.

შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე, მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. 

დღის ამბები