28 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
სროლა და მსხვერპლი ოქროს ბირჟაზე - ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალები 

ზუგდიდში ლენინგრადის ქუჩაზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. დევნის ოპერაციისას ზუგდიდში ყაჩაღობაში ბრალდებული მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოქროს ბირჟის ძარცვის შემდეგ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, სამართალდამცველები შენიშნა და მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა. 25 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ზუგდიდის ცენტრში მდებარე ოქროს ბირჟა დღის პირველ ნახევარში დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ოქროს ბირჟაზე ახალგაზრდა მამაკაციო შეიჭრა, რომელიც შეიარაღებული იყო და ოქროულობა გაიტაცა.

მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. 


დღის ამბები