28 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ქვეყანაში ახალი უწყება შეიქმნა - კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქმიანობას მარტის ბოლოს დაიწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ იყოფა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქმიანობას მარტის ბოლოს დაიწყებს.

ახალი უწყების შექმნას უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტი შესაბამისმა კომიტეტმა. ვინ უხელმძღვანელებს უწყებას, ჯერ არ დაკონკრეტებულა, თუმცა, ვრცელდება ვერსია, რომ სამინისტროს ხელმძღვანელი თეა წულუკიანი იქნება.

წულუკიანის გვარის კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დაკავშირებას უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები საპარლამენტო ოპოზიციაში.

სამინისტროების რაოდენობის ზრდის პარალელურად, პარლამენტში ცალკე იქმნება კულტურის კომიტეტიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები