28 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ევროკავშირის გამოხმაურებაში სამართლის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპია ხაზგასმული - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განცხადებაში წუხილია გამოთქმული პოლარიზაციის მაღალ ხარისხზე, თუმცა ამასთანავე, ხაზგასმაა სამართლის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპზე:

"გამოხმაურება ევროკავშირის მხრიდან, მართლაც ძალიან საყურადღებოა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი, რაც მნიშვნელოვანია ითქვა, რომ ბატონი მელიას დაპატიმრების შემდეგ, პოლარიზაციის მაღალ ხარისხს ვხედავთ. ეს მართლაც შემაშფოთებელია და მართლაც პრობლემატურია და ეს, ბუნებრივია ჩვენ შეშფოთებასაც იწვევს, მაგრამ იქ არ არის ნათქვამი, კონკრეტულად, დაპატიმრების მართლზომიერებასთან დაკავშირებით ეჭვის გამოთქმა. იმავე გამოხმაურებაში, სამართლის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპზე არის ხაზგასმა. ძალზე მნიშვნელოვანია ეს მოწოდებები და ყურადსაღებია, ყველა მიმართულებით  მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, საზოგადოებაში სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ნდობის გაზრდის თვალსაზრისით იქნება სამუშაო, თუმცა ამ შემთხვევაში, ეს გამოხმაურება განსხვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ დაბალანსებულია და აბსოლუტურად სწორი ანალიზია გაკეთებული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები