28 ნოემბერი 2024,   23:56
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება. პარლამენტის შენობასთან "მოძრაობა სირცხვილიას" აქტივისტები შეიკრიბნენ.

მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდეს ნიკა მელია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ შეკრებაზე საუბარი იქნება ხვალინდელ, უფრო მასშტაბურ აქციაზეც.

"რუსთაველის გამზირზე ახლა ისე, როგორც არასდროს საჭიროა ქუდზე კაცი გამოვიდეს. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა გაუკეთებია კარგი რუსეთს ჩვენთვის და რა გაუკეთებია ცუდი. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა ჩრდილოეთში და სიბნელეში დაბრუნება, თუ გვინდა დაბრუნმება ევროპულ ორბიტაში, სადაც რეალურად გველოდებიან ჩვენი ოჯახის წევრები," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი

პარლამენტის წინ არსებულ კარვებს, დღეს კიდევ ერთი კარავი დაემატა.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი. 

დღის ამბები