აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საჩივარს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს, რომელსაც დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჰელე-ტორნინგ შმიდტი ხელმძღვანელობს და რომელიც ყოფილი პოლიტიკოსებისგან, ჟურნალისტებისა და აკადემიკოსებისგან შედგება.
როგორც დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად 90 დღე ეძლევა. Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.