28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
უნდა ჩავატაროთ მინიმუმ პლებისციტი, მაქსიმუმ არჩევნები - დავით დარჩიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ პირველ ნოემბერს ოპოზიციის მხრიდან ტოტალური ბოიკოტის გამოცხადება საჭირო არ იყო. მისივე შეფასებით, მაშინ, როდესაც ორივე მხარე აღიარებს რომ კრიზისში ვართ, ამომრჩევლის ზუსტი ნება რომ გავიგოთ, უნდა ჩავატაროთ მინიმუმ პლებისციტი.

ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"პირველ ნოემბერს, ჩემი აზრით, ტოტალური ბოიკოტის გამოცხადება არ იყო საჭირო. უნდა ყოფილიყო გარკვეული ოლქების გადათვლის მოთხოვნა და მეორე ტურში ოპოზიცია გაერთიანებულიყო. ჩემთვის, მაგალითად, უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა, რადგან ოპოზიციამ გადაწყვიტა ასე, მათი ერთობა უფრო მისაღებია ჩემთვის, ვიდრე ის, რომ დაქსასვა დაიწყოს. ამომრჩევლის ზუსტი ნება რომ გავიგოთ, უნდა ჩავატაროთ მინიმუმ პლებისციტი, მაქსიმუმ კი არჩევნები იმისათვის, რომ ვნახოთ, ვის რა პროცენტი დაუჯდება. სხვას ხომ არაფერს ითხოვს ოპოზიცია. ვაღიარებთ ორივე მხარე, რომ კრიზისში ვართ, ამ დროს კი იჭერენ მელიას, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს და შევედით კრიზისში,"- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. 

 

 

 

დღის ამბები