28 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ქვეყანა ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია - დავით ქაცარავა

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები ამ კრიზისის განსამუხტად ყველანაირ კომპრომისზე წავიდნენ. 

"დიახ, ქვეყანა დღეს ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია და ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა მართლა ყველაფერი უნდა გააკეთონ და მაქსიმალურად შეეცადონ, რომ მაქსიმალურ კომპრომისებზე წავიდნენ, თუმცა კომპრომისის პოვნა დღეს მართლა ურთულესი ამოცანაა იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი მოპოვებული შედეგი, გამარჯვება დავარქვათ, რის ხარჯზე ამის შეფასებას არ დავიწყებ, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ის თავისთვის მისაღები შედეგი შეინარჩუნოს და ამისთვის, ის რეალურად ყველაფერს აკეთებს.

ასევე ოპოზიცია, მეორე მხარე, რომელმაც ძალიან კარგ შედეგს მიაღწია პირველ ტურში, ჯამურ შედეგს ვგულისხმობ, ოპოზიცია ლეგიტიმურად ითხოვს თავისი შედეგების ლეგიტიმაციას, ძალიან რთული იქნება მე ვფიქრობ და ოპოზიციის მოთხოვნები კატეგორიულია.  

მე რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს, კომპრომისზე რომელი მხარე შეძლებს რომ წავიდეს იმდენად, რომ საერთო შეხების წერტილი იპოვონ და საბოლოო ჯამში არ დაზიანდეს, არ ჩამოიშალოს სახელმწიფო, რომელიც სინამდვილეში ჩამოშლის პირასაა,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები