28 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
სანამ ჯანდაცვის პრობლემები არ მოგვარდება, ეკონომიკას არაფერი არ ეშველება - ეკონომისტი დოქტორი

ძვირად გვიჯდება ცალსახად - ასე პასუხობს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი კითხვას, რა არის ეკონომიკური ფასი, რასაც ქვეყანა იხდის  შეზღუდვების პირობებში.

თუმცა, ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები უფრო ადრე რომ შემსუბუქებულყო, მდგომარეობა დღეს, შესაძლოა, უარესი ყოფილიყო როგორც ეკონომიკის, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით.

"ძვირად გვიჯდება ცალსახად, სამწუხაროა. ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით, როდესაც ბიზნესი იქნება ეს, თუ ფიზიკური პირები, ვინც ჩაიკეტნენ. ვერ გავდივართ გარეთ, ვერ ვცხოვრობთ ჩვეულებრივი ცხოვრების სტილით, ვიღაცას კინოთეატრში უნდა, ვიღაცას ბიზნესი უნდა რომ ამუშაოს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რთული ვითარებაა, თუმცა იმას ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს მდგომარეობა, რაც გვაქვს, შეიძლება ბევრად უარესი ყოფილიყო, რომ დაგვეჯერებინა ბევრისთვის, რომ გახსნები ბევრად უფრო ადრე იყო საჭირო, ან რომ, დღეს არის სასწრაფოდ ყველაფერი გასახსნელი.

ცალკე არც ეკონომიკაა და არც ჯანდაცვა. ჯანდაცვის ტყვეობაშია ფაქტობრივად ეკონომიკა. სანამ ჯანდაცვის პრობლემები არ მოგვარდება, ეკონომიკას არაფერი არ ეშველება,“ - ამბობს ვახტანგ ჭარაია. 

დღის ამბები