28 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
აეროპორტის ტრასაზე იდო მკვდარი პარტია, მივიდნენ და გააცოცხლეს - ირა ჭელიძე

სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტის ირა ჭელიძის მოსაზრებით,  შეთანხმება, რომელიც დღემდე ვერ შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, იდეალურ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ, უნდა შემდგარიყო. მისი თქმით, რეალობის აღქმა, ორივე მხარეს აქვს დაკარგული. 

"იდეალურ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ, შეთანხმება, რა თქმა უნდა, უნდა შედგეს, მაგრამ მე ამის რესურსს ვერ ვხედავ. დეფიციტი, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზციის მხარეს არის. რეალობის აღქმა ორივე მხარეს აქვს დაკარგული, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. წარმოიდგინეთ, აეროპორტის ტრასაზე იდო მკვდარი პარტია, მივიდნენ და გააცოცხლეს. ამ პარტიამ ნახევარი მილიონი ხმა აიღო, მაგრამ მე ვუყურებ NDI-ის ბოლო კვლევას, სადაც საუბარია 5%-ზე. ეს პარტია ხელოვნურად გააცოცხლეს. ჩემი აზრით, იმუნიტეტის მოხსნა არ შეიძლებოდა,"- განაცხადა "ღამის კურიერში" ირა ჭელიძემ.

 

 

დღის ამბები