28 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ვაქცინაციის პროცესი ვირუსის ახალი ტალღის ფონზე - გახდება თუ არა კორონავირუსის ბრიტანული შტამი დომინანტური

გერმანიის განცხადებით, ბრიტანული შტამი მსოფლიოში დომინანტური გახდება. B117-ით ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღე იზრდება.

კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტი ამ დროისთვის მსოფლიოს 94 ქვეყანაშია გამოვლენილი. ახალი ტალღის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი და მისი ტემპები.

მსოფლიოს უპირობო ლიდერი ამ მიმართულებით ისევ ისრაელია, რომელმაც მოსახლეობის უკვე 78% აცრა, ყველა დანარჩენი ქვეყნა კი, ისრაელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსზე პირველი აცრა საქართველოში თებერვლის ბოლოს გაკეთდება. მაქსიმუმ 10 დღეში ქვეყანა 30 ათას დოზა "ფაიზერს" მიიღებს, მარტის დასაწყისში კი მას 150 ათასი დოზა "ასტრაზენეკა" შემოყვება.

დღის ამბები