28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
ნიკა მელიას უნდა საზოგადოებას დააჯეროს თითქოს გმირია, სამაჯური ძალიან უჭერს მის ამბიციებს - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ ნებისმიერ მოქალაქეზე მაღლა დგას.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ თვითონ დაიმძიმა შეზღუდვები, ჩაიკეტა ოფისში და პრაქტიკულად,  თვითშინაპატიმრობას მიმართა.

"ქართული ოცნება" ყოველთვის ფიქრობდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოლიტიკურ შედეგზე. მათ შორის, ნიკა მელიას საქმეზეც იყო გუნდში დისკუსია და მომავალშიც, შესაძლოა, იყოს დისკუსია იმაზე, თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს იმ პროვოკაციას, რაც ნიკა მელიამ გამოიყენა. მან სახელმწიფოს უთხრა, რომ ყველა მოქალაქეზე მაღლა დგას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უნდა, საზოგადოებას დააჯეროს, თითქოს გმირია და სამაჯური ძალიან უჭერს მის ამბიციებს. მან თვითონ დაიმძიმა შეზღუდვები, ჩაიკეტა ოფისში, ოთახში და პრაქტიკულად თვითშინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

 

 

 

 

დღის ამბები