28 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ლელოს" წევრი საბა ბუაძე დააკავეს  

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტთან ერთად,  "ლელო საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე და ამავე პარტიის 4 წევრი დააკავეს. დაკავებულია ასევე ირაკლი კუპრაძე. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებთან. 

პარტია "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. 

დღის ამბები