28 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
დიახ, გიორგი გახარია წასულია პარტიიდანაც და პოლიტსაბჭოდანაც - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა "რუსთავი 2-ის" ეთერში დააზუსტა, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობის პოსტთან ერთად, "ქართული ოცნების" პარტიაც და პოლიტსაბჭოც დატოვა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, თუმცა, თვითონ კონკრეტულ დისკუსიას არ დასწრებია.

"დღეს, სხვათა შორის, ბრიფინგზე როცა მკითხეს ვთქვი, რომ არ ვიცი ამის შესახებ, ამის შემდეგ დავაზუსტე და დიახ, ის წასულია პარტიიდანაც და პოლიტსაბჭოდანაც. განცხადება არ დაუწერია პრემიერობიდან წასვლაზე, განცხადება გააკეთა და ამას ნიშნავდა, როგორც ჩანს, ასეთივე ფორმით მოხდა მისი წასვლა პარტიიდანაც.

მე არ ველოდები, რომ ვინმე იქნება ასეთი, რომელიც გიორგი გახარიას მიბაძავს და მსგავსად დატოვებს როგორც პოსტს, ასევე ოცნებას.

როგორც ჩანს ეს იყო რამდენიმე ადამიანს შორის, ამის შემდეგ ვიკითხე და მითხრეს ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ახლა არ მოვყვები, თუ საჭიროდ ჩათვლიან თვითონ გაახმაურებენ. რამდენიმე ადამიანი იყო, პოლიტიკური ვიწრო წრე. როცა არის ლაპარაკი კონკრეტული ადამიანის დაჭერა-არ დაჭერაზე, იქ შეიძლება არ იყოს სოზარ სუბარი, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ასევე არის პოლიტსაბჭოს წევრი. არ არის აუცილებელი ყველა შევიკრიბოთ და რომელიმე კონკრეტული ადამიანის დაჭერა ამ საათზე მოხდება თუ იმ საათზე და 20 კაცი წავა თუ 30 - ამაზე პოლიტსაბჭო მსჯელობდეს, არანორმალური და არასწორია. წუხელ ყოფილა ეს განხილვა.

არავის უთხოვია გახარიასთვის გადაწყვეტილების მიღება, ეს მისი გადაწყვეტილებაა. რამდენიმე ადამიანისთვის ყოფილა ერთი თუ რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გუნდის შიგნით, მე არ ვიცოდი," - აცხადებს სოზარ სუბარი "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები