28 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
გიორგი გახარიას გადადგომამ ნიკა მელიას დაკავება დროებით შეაჩერა - ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ცვლილებებს ახალი არჩევნები უნდა მოჰყვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის პრემიერის გადადგომის გამო ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება დროებით გადადო. გადაწყვეტილება პერსონალურად ნიკა მელიას ეხება, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლების უკან დახევას შეუძლია გავლენა მოახდინოს მთელ პოლიტიკურ პროცესზე და კრიზისის განმუხტვის გზებზე ფიქრი ისევ დღის წესრიგში დააბრუნოს.

ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ მელიას დაკავების დროებით გადადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციის ლიდერი დევნის ობიექტი მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით გახდა. ხელისუფლების ოპონენტები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ დღეს შექმნილი რელობა დიალოგის სივრცის გასააქტიურებლად გამოიყენოს და დროებითი უკან დახევა მოულოდნელი დაკავების სტრატეგიად არ აქციოს.

ამჟამად ნიკა მელიას დაკავებაზე მორატორიუმია, შსს სამომავლო დეტალებს არ აზუსტებს, თუმცა, მმართველი გუნდის შეფასებებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ აღკვეთის ღონისძიების სისრულეში მოყვანა დღის წესრიგში ახალი პრემიერის და მისი კაბინეტის წევრების შერჩევის შემდეგ დაბრუნდება.

დღის ამბები