28 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
6 წლის წინ გადამდგარი პრემიერი მთავრობის მეთაურის პოსტზე ბრუნდება - ვინ იქნებიან ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდში ჯერ უცნობია

გახარიას შემცვლელი უკვე ცნობილია - პირველად საქართველოში, მეორედ, მთავრობის მეთაურის პოსტზე - "ქართული ოცნება" ნდობას კვლავ ირაკლი ღარიბაშვილს უცხადებს.

რას შეცვლის ქართულ პოლიტიკაში 6 წლის შემდეგ დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლის შემდეგ მეორედ ხდება პრემიერ-მინისტრი - დღეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის კიდევ ერთი მთავარი საკითხი გახდა. 

მთავარი კრიტერიუმი, რითიც ღარიბაშვილი თანაგუნდელებმა პრემიერობის კანდიდატად დაასახელეს, პროფესიონალიზმი იყო. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მმართველ გუნდში თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან და სხვა არაერთი წარმატებული პროექტი.

ვინ იქნებიან ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდში, ჯერ უცნობია, ამაზე "ქართულ ოცნებაში" არ უმსჯელიათ, თუმცა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ახალ პრემიერს და მის გუნდს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება.

ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნება მოსწონს საპარლამენტო ოპოზიციის მხოლოდ ერთ ნაწილს. "ევროპელ-სოციალისტები" მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, მიიჩნევენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერად ძლიერი კადრი წარმოადგინა. მათგან განსხვავებული პოზიცია აქვს პარტია "მოქალაქეებს", ისინი ღარიბაშვილის მხარდაჭერას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით მმართველმა გუნდმა პოლიტიკური კრიზისი არათუ განმუხტა, არამედ გააღრმავა.

დღის ამბები