28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე - შალვა პაპუაშვილი 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ მან  "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერი-მინისტრი, რომლის ხელმოწერაც აქვს საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს. ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე,“ - განაცხადა შალვა პუპუაშვილმა. 

დღის ამბები