28 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
"კრიზისი გაღრმავდა და პოლარიზაციის დონე ძალიან მაღალია" - რა გამოსავალს სთავაზობს არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაციებია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ აღასრულოს, ვიდრე დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს. განცხადებას 17 ორგანიზაცია აწერს ხელს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერი გიორგი გვილავა აცხადებს, რომ კრიზისი ძალიან გაღრმავებულია და აუცილებელია გამოსავლის პოვნა და ჩიხიდან თავის დაღწევა:

"ძალიან გაღრმავდა ეს კრიზისი და თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლარიზაციის დონე ძალიან მაღალია ამ ქვეყანაში, სერიოზული საფრთხეები უდგება მთლიანად ქვეყანას და ჩიხში შევდივართ. ვინაიდან ისეთი სიტუაციაა, რომ მთავარ სხდომაზე იქნა აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილება მიღებული, ის არ საჩივრდება მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება. ამიტომ პოლიტიკური ლიდერის პატიმრობა მწვავე პრობლემებს იწვევს მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში და პროცესებში. ესაა გამოსავალი ზუსტად იმ სიტუაციაში როდესაც სხვა გზა არ არის, ჩვენ ვფიქრობთ რომ დაცვის მხარემ ახლა უნდა მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენოს კონსტიტუციური წარდგინების უფლება," - განაცხადა გიორგი გვილავამ.

"ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილიც აქცენტს სიტუაციის განმუხტვაზე აკეთებს და აცხადებს, რომ არასამთავრობოების შეთავაზება სწორედ ამის სამართლებრივ გზას ითვალისწინებს:

"ჩვენ ახლა ყველამ უნდა ვცადოთ, რომ სიტუაცია გადავიდეს უფრო მშვიდობიან პროცესში და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური მოლაპარაკება და შეთანხმება.ამავე დროს არასამთავრობო სექტორი ცდილობს რომ სამართლებრივი გზა შესთავაზოს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იმისთვის, რომ არ მოხდეს ნიკა მელიას დაპატიმრება და ამით კიდევ უფრო არ დამძიმდეს სიტუაცია და საერთოდ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე არ აღმოვჩნდეთ," - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

დღის ამბები