28 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურამ აღფრთოვანება გამოიწვია, ის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო - სოზარ სუბარი 

ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ ირაკლი ღარიბაშვილი გახდება. თავდაცვის მინისტრი მთავრობის მეთაურის პოსტზე მმართველმა გუნდმა, პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე ორ საათიანი მსჯელობის შემდეგ წარადგინა. ახლა ღარიბაშვილმა უნდა დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

საბოლოო მხარდაჭერის შემთხვევაში ეს იქნება პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი პოსტზე მეორედ დაბრუნდა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია როგორც გუნდის ძველ წევრებში, ასევე სრულიად უმრავლესობაში. 

"ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი პირველი წუთიდან, როცა დაიწყო "ქართული ოცნების" ფორმირება და ჩამოყალიბება ის იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, მთავარი თანამებრძოლი ჩვენი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე დიდი რამ ალბათ, რაც მომხდარა ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს არის ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში, მან ეს ხაზი გააგრძელა უკვე NATO-სთან ინტეგრაციის მიმართულებით.

ასე, რომ ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, ძალიან გამოცდილი გუნდის წევრი და უნდა გითხრათ, რომ საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია ჩვენი გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში ისევე როგორც აბსოლუტური ერთსულოვანი იყო მხარდაჭერა უმრავლესობის წევრებისგან," - აცხადებს სოზარ სუბარი.

დღის ამბები