29 ნოემბერი 2024,   00:01
ვრცლად
რა წესების დაცვა მოუწევთ ხვალიდან სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს

ხვალიდან მოსწავლეები სკოლებს უბრუნდებიან. გაკვეთილები ონლაინსივრციდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს, თუმცა გადაწყვეტილება მაინც მშობელზეა, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია დისტანციურ რეჟიმზე დარჩეს. მოსწავლეებს, ისევე, როგორც მასწავლებლებს, კონკრეტული წესების დაცვა მოუწევთ. ეს არის პირბადე მეხუთე კლასიდან ზევით, დეზინფექცია, თერმოსკრინინგი და აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ადმინისტრაციას და მშობლებს, მაქსიმალურად დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები, რადგან სკოლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მატარებელია.

როგორ იცავენ კოვიდუსაფრთხოების წესებს, ამას სპეციალური სამსახურები გააკონტროლებენ, მათ შორის სასწავლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს შრომის პირობების ინსპექციაც.

დღის ამბები