29 ნოემბერი 2024,   00:00
ვრცლად
ქალზე ძალადობის უმძიმესი შემთხვევები საქართველოში - ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი წელს, ოფიციალური მაჩვენებლით, 9144-ია

უმძიმესი შემთხვევები, რომლებიც ძალადობას უკავშირდება. როგორია სტატისტიკა ქვეყანაში,_ სადაც ყველაზე ხშირად ძალადობის მსხვერპლი ხდება ქალი. პრობლემის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორები სახელდება, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, სტიგმა, საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება, განათლება, ინფორმაციის ნაკლებობა. ხშირად მოძალადე ბავშვობაში თავადაც ძალადობის მსხვერპლია. ბოლო წლებში არაერთი აქტიური კამპანია ჩატარდა, გაიზარდა მიმართვიანობა, დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, დაიხვეწა რეაგირების მექანიზმიც, თუმცა პრობლემა მაინც რჩება. 

2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში სულ ძალადობის 9 144 მსხვერპლი გამოვლინდა, აქედან 7 573 ქალი, 1 571 კი მამაკაცი. ქალზე 7 197-მა მამაკაცმა იძალადა, მამაკაცზე კი 1 519-მა ქალმა.

25 წლის ნინოც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მასზე წლების განმვალობაში ძმა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა, ხშირად ჩხუბს ახალგაზრდა გოგონას მცირეწლოვანი ბავშვიც ესწრებოდა. ბოლო ინციდენტის დროს, როდესაც, მსხვერპლის თქმით, ის ოთახში ჩაკეტეს, შეძლო და პოლიცია გამოიძახა. მოძალადე მამაკაცმა ციხეში 3 თვე გაატარა. ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალი ახლა 7 წლის გოგონასთან ერთად ცალკე ცხოვრობს, მუშაობს და აქვს შემოსავლის წყაროც.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პროგრამა ბევრია, ცნობიერების ამაღლებისთვის ხშირად ტარდება კამპანიები, ცვლილებები საკანონმდებლო დონეზეც, თუმცა ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა ყოველ წელს ხშირია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით, ბევრი სიახლე დაინერგა, მათ შორის - შემაკავებელ ორდერთან ერთად, ელექტრონული სამაჯურით მოძალადის კონტროლია.

ბოლოს წელს, მსხვერპლთა რაოდენობის გარდა, გაზრდილია პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობაც, 2019 წელს ოჯახურ დანაშაულზე სულ 4579 პირი დააკავეს, 2020-ში კი ეს ციფრი 4633-მდე გაიზარდა.

დღის ამბები