28 ნოემბერი 2024,   23:57
ვრცლად
კურიერის ექსკლუზივი - ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 14 წლის გოგოს სიკვდილამდე 2 თვით ადრე ჩაუტარეს

კურიერმა მოიპოვა იმ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 14 წლის ბავშვს დეკემბერში აქვს ჩატარებული, მას შემდეგ, რაც მან გამოძიებას ჩვენება მისცა.

ირკვევა, რომ პოლიციაში ყოფნის დროს, გამომძიებლებმა ბავშვს დაზიანებები აღმოუჩინეს და ექსპერტიზა დანიშნეს. დასკვნაში აღწერილია რამდენიმე დაზიანება, მათ შორის მხარზე და ფეხებზე, რომელიც ექსპერტების შეფასებით, მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნით.

თავად გოგონა ჩვენებაში წერს, რომ კედელს დაეჯახა, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერა არც დედას და არც დაკავებული მამაკაცის ოჯახს. მათ დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ გოგონაზე ოჯახში ძალადობდნენ. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს დაღუპულის ძმა.

14 წლის გოგო 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი მისმა პაპამ იპოვა.

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები