28 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლების რუკა - მიტროპოლიტი დავითი

სინოდის სხდომის შემდეგ მაღალი იერარქები მრევლს დღეს პირველად შეხვდნენ და მრევლს სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ უამბეს, მათ შორის დავით გარეჯისა და "ბიბლიურ თავისუფლებასთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის მონასტრები, ჩიჩხიტურის მონასტერი და მონასტერი უდაბნო წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს.

სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ, უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-1938 წლებში დაბეჭდილი 200 ათასიანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა," - აცხადებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი.

დღის ამბები