28 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
სანამ უწმინდურობა და უსამართლობა არ აღმოიფხვრება ეკლესიიდან, ეს პრობლემა არ მოგვარდება - ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე

სინოდის გადაწყვეტილებას, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში საეპისკოპოსო ცვლილებებს შეეხება, ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, ეპისკოპოსების განახლებით ჭყონდიდში არაფერი შეიცვლება.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სანამ საქართველოს ეკლესიიდან უწმინდურება და უსამართლობა არ აღმოიფხვრება, არსებული პრობლემები არ მოგვარდება.

"მეუფე სტეფანე კი არა, მთელი წმინდა სინოდი რომ ერთად ჩავიდეს და დაიწყოს ეპარქიის მმართველობა, სანამ უწმინდურება და უსამართლობა არ აღმოიფხვრება საქართველოს ეკლესიიდან, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ჭყონდიდის ეპარქია, რომელიც მიეჩვია სამართლიანობას და კანონიერებით მართვას ეპარქიისას, ეს პრობლემა არ მოგვარდება და თავს მოიტყუებს ნებისმიერი.

გიორგი ჭყონდიდელი და მარტვილის ღვთისმშობელი არავის არ მიიღებს იქ, სანამ საქართველოს ეკლესიაში ახალი რუის-ურბნისი არ ჩატარდება," - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მამა პეტრე (ცაავამ).

დღის ამბები