29 ნოემბერი 2024,   00:01
ვრცლად
არჩევნები პოლიციის მობილიზების და პროტესტის ფონზე - მევლუდ წულუკიძემ კანდიდატურა მოხსნა, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი გახდა

პოლიციის მობილიზაციის ფონზე მიმდინარეობდა დღეს აჭარაში ჭიდაობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. ადგილზე სპორტსმენები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც არჩევნებს უნდობლობას უცხადებდნენ და მევლუდ წულუკიძეს უჭერდნენ მხარს.

არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, გაიმარჯვა ანზორ ლაზიშვილმა, წულუკიძემ კი კანდიდატურა კენჭისყრამდე მოხსნა.

ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ვეტერანი სპორტსმენი მევლუდ წულუკიძე უნდობლობას უცხადებს დელეგატთა შემადგენლობას და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ისეთმა პირებმა მიიღეს, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ ის მარაზმში მონაწილეობას არ აპირებს.

ბრალდებებს უარყოფს ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი, მისი თქმით, ის პირები, რომელთა  არჩევნებში მონაწილეობაზეც მის კონკურენტს პრეტენზია ჰქონდა, პროცესში მონაწილეობას მინდობილობის საფუძველზე იღებდნენ.

წულუკიძის მხარდამჭერი დაახლოებით 200-მდე მოჭიდავე უარს ამბობს აჭარის სახელით ასპარეზობაზე.  ისინი ამბობენ, რომ არჩეულ პრეზიდენტს ისინი არ აღიარებენ, რადგან ეს ადამიანი არ აძლევს მათ კარიერულად განვითარების საშუალებას. 

 

დღის ამბები