28 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს აზრის გამოთქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება გარეჯის ტერიტორია არ იყოს საქართველოს საზღვრებში - მიტროპოლიტი ანდრია

სინოდის დასრულების შემდეგ მაღალი იერარქები მრევლთან შესახვედრად დღეს პირველად მივიდნენ. საკვირაო ქადაგების დროს მათ უამბეს მრევლს სინოდის სხდომის გადაწყვეტილების შესახებ.

ჟურნალისტებთან გაკეთებული განმარტებების დროს სასულიერო პირებმა აღნიშნეს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იყო სინოდის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილება, რასაც წინ უძღოდა კონსულტაციები სპეციალისტებთან.

"სინოდს არ უხელმძღვანელია მამა კირიონეს მოსაზრებებით, არამედ სინოდის წევრებმა რამდენიმეჯერ მოისმინეს და მეც მათ შორის იმ კარტოგრაფების და სპეციალისტების მოსაზრება, მათი პოზიცია და მტკიცებულებები და ამას ეყრდნობა პირველ რიგში. მთავარია სურვილი, უპირველეს ყოვლისა, რომ დავით გარეჯზე ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს არა თუ დავა, არამედ აზრის გამოთქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება ეს ტერიტორია არ იყოს საქართველოს საზღვარში მოქცეული," – აცხადებს გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა).

დღის ამბები