28 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
ასეთი დაზიანებული ეპარქია არსად არ მინახავს, სულიერად, ფსიქიკურად და ფიზიკურად - ეპისკოპოსი გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაზე

სინოდის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ ეპისკოპოსები მრევლს დღეს პირველად შეხვდნენ. მიღებული გადაწყვეტილებები ეპარქიების მმართველებმა მოქალაქეებს საკვირაო წირვის დროს ამბიონიდანაც გააცნეს.

სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჩაბარდა, ხოლო მისი დროებით მმართველი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დღეს მრევლს დაემშვიდობა.

წალკის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსად დაზიანებული ეპარქია არსად უნახავს.

"როცა ჩამოვედი, დამხვდა, სამწუხაროდ, აქ ისეთი სიტუაცია, რომ ბევრი, ვინც ამ ეპარქიაში იყო, ვერ მიმიღო როგორც მღვდელმთავარი. იმ დღიდან, სამწუხაროდ, ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი. სამწუხაროა, რომ ის ბერები, მამები, რომლებიც გაიზარდნენ ერთად, მოღვაწეობდნენ, ვინც ერთად აღიკვეცნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. მეუბნებიან - აბა გაუშვი ეს ადამიანი, მოხსენი ჯვარი...

სამწუხაროდ, ასეთი დაზიანებული ეპარქია არსად მინახავს, სულიერად, ფსიქიკურად და ფიზიკურად," - განაცხადა ეპისკოპოსმა გრიგოლმა.

დღის ამბები