28 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ახალი დეტალები 14 წლის გოგოს  საქმეში - ძმა ირწმუნება, რომ ის ოჯახში ძალადობას არ განიცდიდა, დაკავებულის ოჯახს კი ეჭვი აქვს, რომ მოზარდი მოკლულია

14 წლის გოგონას ოჯახი ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. მანამდე მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ურთიერთბრალდებები ისმის. "კურიერთან" კომენტარს აკეთებს არასრულწლოვნის ძმა, რომელიც ირწმუნება, რომ დაღუპულს ბიძა და პაპა კარგად ექცეოდნენ და ის ოჯახში ძალადობას არ განიცდიდა.

"ნინი ჰყავდა ყველას შვილივით, არავის ხელი არ ჰქონდა წაკარებული. ექსპერტიზის დასკვნა რომ მოვიდა, არაა ხელი წაკარებული, იმ ბიჭის, მარტო," - აცხადებს დაღუპული გოგონას ძმა.

საპირისპირო ვერსია აქვს ამ საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცის მამას, რომელსაც აქვს ეჭვი, რომ გოგონას თავი არ მოუკლავს.

"ნინი იმ დონეზე იძულებული მიიყვანეს, რომ არასწორად ალაპარაკეს. ნინი არის მოკლული, სრული სიტყვის მნიშვნელობით. გამოძიება მიმდინარეობს. ჩემი შვილი არის სრულიად უდანაშაულო. ნინი და ჩემი შვილი ძმაკაცებივით იყვნენ, ყველა "სეკრეტი" იცოდა ჩემმა შვილმა. ის "სეკრეტი" უკვე მე ვიცი. თვითონ დედაც ამბობს, რა დონეზე აწვალებდნენ და რა დონეზე ჰყავდათ ბავშვი,"- აცხადებს დაკავებული პირის მამა.

14 წლის გოგო 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი მისმა პაპამ იპოვა.

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები