28 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ჩინეთში გაზაფხულის ფესტივალი დაიწყო - პანდემიის შემდეგ ქვეყანაში ეს პირველი მასშტაბური ფესტივალია

ჩინეთსა და ჩინეთის ადმინისტრაციულ რეგიონებში, მაკაოსა და ჰონგ-კონგში გაზაფხულის ფესტივალი დაიწყო. ქალაქები სხვადასხვა დეკორაციით გაფორმდა, მათ შორის, ოქროს ხარების ქანდაკებებით, აზიური სანათებითა და სხვა სადღესასწაულო დეკორაციებით.

პანდემიის შემდეგ ჩინეთში ეს პირველი მასშტაბური ფესტივალია.

ღონისძიების ფარგლებში მაკაოს ქუჩები ქრიზანთემებით მორთეს. ჩინეთში პარასკევს მთვარის ახალი წელი დაიწყო, მოსახლეობას სწამს, რომ თუკი დღესასწაულის პერიოდს ბუნებასთან მჭიდრო კავშირში გაატარებენ, მათი ცხოვრება მრავალფეროვნებით და ბედნიერებით აივსება.

დღის ამბები