28 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ბათუმის საკათედრო ტაძარში დაღუპულის კოლეგები და მეგობრები იმყოფებიან.  პანაშვიდზე რიგითი მოქალაქეებიც მიდიან.

25 წლის თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, მეხანძრე-მაშველი გამოძახებაზე იმყოფებოდა, ის სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.

მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო 1 წელია მუშაობდა. მანამდე ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, კერძოდ - ავღანეთის ბაზაზე.

თორნიკე კიპაროიძეს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.

დღის ამბები