28 ნოემბერი 2024,   23:59
ვრცლად
"ფორსაჟი 9", რომლის გადაღებებიც საქართველოშიც მიმდინარეობდა კინოთეატრებში 28 მაისს გამოვა

"ფორსაჟი 9" ეკრანებზე გასული წლის აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფილმის შემქმნელებმა პრემიერია რამდენჯერმე გადადეს. საბოლოოდ ჩანიშნული თარიღი კი გუშინ ოფიციალურად დაადასტურეს. "ფორსაჟი 9", რომლის გადაღებებიც საქართველოშიც მიმდინარეობდა, ოფიციალურად კინოთეატრებში 28 მაისს გამოვა.

ფილმის ბიუჯეტი 5 მილიარდ დოლარზე მეტია.

ეპიზოდის გადაღებები თბილისსა და რუსთავში გასულ წელს 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის, დაახლოებით, 32 მილიონი ლარი დაიხარჯა და გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა.

დღის ამბები