29 ნოემბერი 2024,   00:04
ვრცლად
11 წლის გოგონას შესაძლო ნიშნობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

არასრულწლოვნის შესაძლო ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება," - აღნიშნულა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები