28 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
სოფელ ზედა ღვარდიასთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა და სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ღვარდიასთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა და სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა. აღნიშნული მდგომარეობა უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ხვალიდან, მას შემდეგ დაიწყება, რაც შემთხვევის ადგილს გეოლოგები დაათვალიერებენ. მათივე ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი საჭიროების ნივთები უკვე გაეგზავნა. 

“მათთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო ჯგუფი. ხვალიდან აღნიშნულ პროცესებში გეოლოგიის დეპარტამენტი ჩაერთვება. სპეციალისტების მიერ მოხდება სიტუაციის შეფასება და რისკების განსაზღვრა, რის საფუძველზეც გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება,”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები