29 ნოემბერი 2024,   00:03
ვრცლად
მე თვითონ მოტივირებული არ ვარ, მაგრამ ხალხს შიში რომ მოეხსნას, თანახმა ვარ ყველას დასანახად ავიცრა - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) საყოველთაო ვაქცინაციასა და კორონავირუსის შესახებ საუბრობს და  ამბობს, რომ  სინოდი ამ საკითხზე არ იმსჯელებს.

"მე პირველი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ვაქცინაცია ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ამიტომ, ჩვენ როგორ შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რაიმე საღვთისმეტყველო რაღაც მხარე აქვს ამას, მე მაგალითად, ვერ ვხედავ აქ საღვთისმეტყველო მსჯელობის საგანს." - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ თუკი საჭიროება მოითხოვს, იმისათვის რომ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შიში მოეხსნას, მზად არის პირდაპირ ეთერში, ყველას თვალწინ აიცრას. 

"მე ბევრ სპეციალისტს ვკითხე, მე მჭირდება თუ არა აცრა. იმიტომ რომ მე ჩემი ორგანიზმიდან გამომდინარე, არასოდეს აცრა არ გამიკეთებია, სკოლაში რომ გვცრიდნენ იმას თუ არ ჩავთვლით. იმის მერე მე, აცრა არ გამიკეთებია და ცოცხალი ვარ. ამიტომ, მე თვითონ მაინც და მაინც მოტივირებული არ ვარ, თუმცა მე ამ წუთას, რომ მოიტანოს ვიღაცამ ვაქცინა და მითხრას, რომ ახლა ყველას დასანახად ავიცრა იმიტომ რომ ხალხს შიში მოეხსნას, ამ წუთას ავიწევ სახელოს და ავაცრევინებ უპრობლემოდ, სხვისი გულისთვის თანახმა ვარ რომ ავიცრა, მე თვითონ მაინც და მაინც არ მჭირდება ეს.

ჩემი პოზიცია ასეთია, რომ არ შეიძლება არავითარი ზეწოლა მოსახლეობაზე. სხვათა შორის, ერთ ექიმს ვკითხე ამ ჩიპებზე, რას ფიქრობთთქო და ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა და ყველას მოგიწოდებთ რომ დაფიქრდეთ. არც ერთი პირველწყარო არ არის არსად მითითებული, ყველა ერთმანეთს გადასცემს ამ ჩიპებზე ინფორმაციას. ვინმე ჩიპის სპეციალისტი არ არის? ჩიპები არ გვაქვს ამ პასპორტში, ტელეფონში, კრედიტ კარტებზე, ყველგან ჩიპები არ არის?

ყველას მინდა მოგმართოთ, რომ იქნებ ვინმემ მაინც მონახოთ პირველწყარო ისეთი, სადაც სპეციალისტები ლაპარაკობენ ამაზე, არ არის ეგეთი პირველწყარო,  მე ვერ ვნახე ეგეთი,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

 

დღის ამბები