29 ნოემბერი 2024,   00:06
ვრცლად
ჩვენი პატრიარქი შორენა თეთრუაშვილი კი არ არის, ჩვენი პატრიარქი არის ილია მეორე - მეუფე ნიკოლოზი სინოდის მიერ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვას უარყოფს

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაყენების საკითხი არ განიხილება. სასულიერო პირი ირწმუნება, რომ პატრიარქი ეკლესიას ერთპიროვნულად მართავს და მასზე ზეგავლენის მოხდენა წარმოუდგენელია.

"სინოდის სხდომას იწვევს პატრიარქი და ასე დაწესებული, პატრიარქი სხდომაზე გაგვაცნობს ხოლმე საკითხებს. განსაკუთრებით ბოლო წლებში, მე ასეთ რამეს დავაკვირდი, რომ როგორც კი რაღაც ამბავი გავრცელდებოდა ხოლმე სინოდის სხდომის წინ საკითხების შესახებ, თავიდან მართლა მეშინოდა, რომ საშიში რამეა პატრიარქის გადაყენება და გამოცდილებით ვიცი, რომ რასაც წინასწარ ლაპარაკობენ, ის საკითხები არ არის ხოლმე განხილვის საგანი და სამ დღეში ყველა გავერკვევით მაგაში.

იმპერატორი რომ იყო ხოლმე, მონოფიზიტი, დევნიდა ხოლმე პატრიარქს და იმპერატორი გადააყენებდა ხოლმე. დღეს ისეთი პატრიარქი გვყავს, თვალის ჩინივით უნდა ვუფრთილდებოდეთ, ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, ვინ გაბედავს?!

ჩვენი პატრიარქი შორენა თეთრუაშვილი კი არ არის, ჩვენი პატრიარქი არის ილია მეორე და მინდა გითხრათ, ძალიან მტკიცე ნებელობის პიროვნებაა, ძალიან ბრძენია და ძალიან ღრმა აზროვნების ადამიანია, ვერავინ მოახდენს მასზე გავლენას, ვერც სტრუქტურა, ვერც ადამიანი და რასაც უნდა იმას აკეთებს, ერთპიროვნულად მართავს ეკლესიას სინოდიდან სინოდამდე, თორემ სინოდზე მეც კი გამიბედავს, შევწინააღმდეგებივარ, კენჭისყრაზე მხარი არ დამიჭერია, ეს დასაშვები ფაქტებია,"-განაცხადა "დღის კურიერში" მეუფე ნიკოლოზმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სინოდის სხდომაზე სინოდის რომელიმე წევრმა დააყენოს პატრიარქის გადაყენების საკითხი, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ სინოდის რომელმა წევრმაც მსგავსი გაბედა, შესაბამისი პასუხი მიიღო.

"იყო მსგავსი შემთხვევა, არ დავასახელებ ვინ, მაგრამ გაბედა და მიიღო. თუ ვინმე მართლა გაბედავს ასეთს, თუ მართლა გადავიდა ჭკუიდან, ძმური სიყვარულით ვეტყვით, რომ დამშვიდდეს. არ მოხდება ასეთი რამე,"-აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

დღის ამბები