28 ნოემბერი 2024,   23:53
ვრცლად
პატრიარქის გადაყენება, დავით გარეჯი და ვაქცინაცია - ზვიად ცაბაძე ამბობს, კიდევ რა საკითხებს განიხილავს სინოდი 

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ საპატრიარქო არჩევნების დროს, ხმის მიცემის უფლებით მხოლოდ ეპისკოპოსი სარგებლობს. "დღის კურიერის" ეთერში ცაბაძე ამბობს, რომ სამი კანდიდატიდან, რომელიც იქნება წარდგენილი, ყველაზე უფრო მეტ ხმას ვინც მიიღებს, ის გახდება საქართველოს პატრიარქი. 

ზვიად ცაბაძის თქმით, ყველა კანდიდატი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი ეპისკოპოსი ჰყავდეს სინოდში და ამას განსაკუთრებით ცდილობს მეუფე შიო. 

"აპირებენ სხვა კანდიდატების ეპისკოპოსად გამორჩევას, თქვენ იცით, რომ საპატრიარქო არჩევნების დროს ხმის უფლების მიცემით სარგებლობს მხოლოდ ეპისკოპოსი. სამი კანდიდატიდან, რომელიც წარდგენილი იქნება საპატრიარქოდ, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს მღვდელმთავართაგან, სწორედ ის გახდება პატრიარქი. ამიტომ,  ყველა კანდიდატი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი ეპისკოპოსი ჰყავდეს სინოდში. ამას ცდილობს პირველ რიგში მეუფე შიო,“ - ამბობს ზვიად ცაბაძე.

როგორც რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, ვინ იქნებიან კანდიდატები არ იცის, თუმცა აღნიშნავს, რომ სამზე მეტის დაყენება არ შეიძლება. 

"კანდიდატები ვინ არიან ეს არ ვიცი, ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს. სამზე მეტის დაყენება არ შეიძლება. ერთი მეუფე შიო, როგორც მოსაყდრე, მის კანდიდატურას წამოაყენებენ. შესაძლებელია, ასევე, იგივე მეუფე ანდრია გვაზავას კანდიდატურა დადგეს და სხვა რომელიმესი, ჩვენ, ჯერჯერობით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ ის, რომ სამი უნდა იყოს და სამზე მეტი არ შეიძლება, ეს ამჟამად მოქმედი დებულების მიხედვით არის განსაზღვრული.

მეუფე შიოს ფუნქციები, როგორც მოსაყდრის, იწყება სწორედ იმის შემდეგ, როდესაც პატრიარქი აღარ იქნება პატრიარქი. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგება თუ მას გადააყენებენ, სწორედ მაშინ იწყება მისი მოსაყდრის ფუნქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა მოიწვიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელიც შედგება სვეტიცხოველში და რომლის დროსაც მოხდება პატრიარქის არჩევა,“ -  განაცხადა ზვიად ცაბაძემ.

გარდა ამისა, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც 11 თებერვალს არის დაგეგმილი, დაყენებული იქნება დავით გარეჯის საკითხი. ასევე, იქნება ზოგადი მსჯელობა ვაქცინაციის მართებულობასთან დაკავშირებით.

"წმინდა სინოდის სხდომაზე აუცილებლად იქნება დაყენებული გარეჯის საკითხი, ასევე ჩემი აზრით, იქნება ზოგადი მსჯელობა ვაქცინაციის მართებულობასთან დაკავშირებით, არა მგონია, რომ რაღაც გადაწყვეტილება გამოიტანონ, ნეგატიური ან პოზიტიური, უფრო დაელოდებიან მოვლენების განვითარებას, სანამ ვაქცინა შემოვა ქვეყანაში და ა.შ. ასევე, იქნება, სავაუდოდ, მეუფე პეტრეს დასჯის საკითხი, ასევე მამა ანდრია სარიასი და შესაძლებელია, ჩვენიც, თეოლოგების, არ არის გამორიცხული," - ამბობს ზვიად ცაბაძე.

 

დღის ამბები