28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
მომხრე ვარ ამ კანდიდატურის, მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანი ძალიან გამოცდილი ადამიანია - ქეთი დუმბაძე წულუკანის შესაძლო მინისტრობაზე

პარლამენტის ბიუროს სხდომას მთავრობის ინიციატივა წარედგინა. განათლების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომპონენტი გამოეყოფა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ კულტურასა და სპორტზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ისინი პრემიერ-მინისტრისგან კანდიდატურის დასახელებას ელოდებიან, თუ ვინ უხელმძღვანელებს ამ მიმართულებას. თუმცა ამბობენ, რომ თუ ამ მიმართულებას თეა წულუკიანი ჩაიბარებს, წარმატებული იქნება.  

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ქეთი დუმბაძის თქმით, პოსტზე თეა წულუკიანის კანდიდატურის წარდგენის მომხრეა და აცხადებს, რომ ის საკმაოდ გამოცდილი მენეჯერია, რაც 8 წლიანი მუშაობის დროს დამტკიცდა.

"მომხრე ვარ ამ კანდიდატურის, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, გამოცდილი მინისტრი და აი ეს ორთვენახევარი, რაც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ კომიტეტში, მე მაძლევს იმის უფლებას, რომ ვთქვა, რომ ის ძალიან კარგი მინისტრი იქნება. ის არის არაჩვეულებრივი მენეჯერი და 8 წლის განმავლობაში ეს დაამტკიცა, როცა იყო იუსტიციაში, იმიტომ, რომ ის სფეროები, რომელიც მას ეხებოდა, ძალიან დავარცხნილი და დალაგებულია,“ - განაცხადა ქეთი დუმბაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც განათლების და კულტურის მიმართულების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ამით კულტურის და სპორტის მიმართულებას ერთგვარად ყურადღება მოაკლდა.

"გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ამხელა მიმართულებების გაერთიანება სამინისტროში გარკვეულწილად, ყურადღება მოაკლო ისეთ მნიშვნელოვან დარგს საქართველოსთვის, როგორიც არის კულტურა, რომლითაც ჩვენ წარვსდგებით გარე სამყაროსთან და რომლითაც ჩვენ ასევე დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით დიდი შედეგები მივიღოთ. შესაბამისად, რასაც გამოცდილება გვიჩვენებს, უნდა წავიდეთ იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რაც ორი წლის იქნა მიღებული და კულტურას დავუბრუნოთ როლი მთავრობაში,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

დღის ამბები