29 ნოემბერი 2024,   00:06
ვრცლად
გახდება თუ არა თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი - სამინისტროს გაყოფას დეპუტატი დადებითად აფასებს 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი განათლების სამინისტროდან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულების გამოყოფას მიესალმება.

კითხვა - დაიკავებს თუ არა კულტურის მინისტრის პოსტს თავად, თეა წულუკიანმა უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ის თქვა, რომ არ იცის.

"გამოყოფის საკითხს დადებითად ვაფასებ," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომას მთავრობის ინიციატივა წარედგინა. განათლების სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომპონენტი გამოეყოფა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ კულტურასა და სპორტზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს.

დღის ამბები