29 ნოემბერი 2024,   00:06
ვრცლად
თუ უნდათ მშვიდობა რაგბის კავშირში აბუსერიძე უნდა დაარეგისტრირონ თუ არადა მიღებულია გამოწვევა - ბობა კვინიხიძე​

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს ხმების ის რაოდენობა არ მიუღიათ, რაც წესდებით არის მოთხოვნილი. აბუსერიძის გუნდი ახლა მეორე საჩივარზე პასუხს ელოდება.

"გასაჩივრებული გვაქვს ის საფუძველი, რის გამოც მოხდა შეწყვეტა ადმინისტრაციული წარმოების. გაიმართა მოსმენა ადმინისტრაციული საჩივრის და უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს და თუკი ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, უკვე იქნება საფუძველი ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტად დანიშნვასთან დაკავშირებით,"- განმარტავს ირაკლი აბუსერიძის ადვოკატი დავით კლდიაშვილი.

"მთავარია ახლა, რაც გასაჩივრებული გვაქვს, ორ დღეში იქნება პასუხი. ველოდებოდით ამ გადაწვეტილებას, პირდაპირ პოლიტიკოსები ერევიან, წნეხის ქვეშაა იუსტიციის სამინისტროს მთელი ვერტიკალი და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. თუ უნდათ მშვიდობა რაგბის კავშირში და ქვეყანაში, უნდა დაარეგისტრირონ თუ არადა მიღებულია გამოწვევა და მერე ვნახოთ რა იქნება,"- აცხადებს ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხიძე.

მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ბაჩო ხურციძემ. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი რაგბის კავშირში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა, რომელიც რაგბის კავშირის გამგეობამ 24 თებერვალს ჩანიშნა

"არც მქონდა სხვა მოლოდინი, ამით დადასტურდა ჩემი სიმართლე რასაც ვამბობდი, ყრილობა იყო უკანონო, შესაბამისად პრეზიდენტიც უკანონო იყო. რომ მოესმინათ, დაეჯერებინათ და გამგეობისთვის ხელი არ შეეშალათ, კრება ჩატარდებოდა 15 იანვარს, ჩატარდებოდა კანონიერი ყრილობა და ახლა ჩატარდება 24 თებერვალს. სხვა სამართლებრივი პროცესი არის, თუმცა პირდაპირ გეტყვით, არ მაქვს მოლოდინი, რომ დადებითი პასუხი იქნება,"- აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები