28 ნოემბერი 2024,   23:54
ვრცლად
"დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეებმა "დედაენის ბაღში" გადაინაცვლეს

"დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეები ამ წუთებში დედაენის ბაღში" იმყოფებიან. როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ეს მათი საბოლოო ლოკაცია არ არის​. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დაიწყეს, მათ პროტესტს მოქალაქეები და პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

"დაუმორჩილებლობის მარშის" მიზანი გადაადგილების შეზღუდვის მიზანმიმართული დარღვევა იყო, აქციის მონაწილეები ამ ფორმით, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებს აპროტესტებენ.

მსვლელობის მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს შეუერთდნენ აქციას და მათთან ერთად მოითხოვონ კომენდანტის საათის გაუქმება. 

მსვლელობის დროს ხმაურიც იყო. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები